1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ათასობით ადამიანი მოიწამლა.

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალზე დაღუპულთა ხსოვნას წყალტობოს საზოგადოებრიობასთან ერთად პატივი მიაგეს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის XI-ა და XI-ბ კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად.

სასულიერო პირებმა დაღუპული გმირების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინეს.

 

Share Button