მთელი სასწავლო წლის განმავლობაში დაწყებითი კლასების, სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრაამ ძალიან ბევრი აქტიური და საინტერესო ღონისძიება ჩაატარა, კათედრის თითქმის ყველა პედაგოგის მხრიდან მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის ყველაფერი კეთდებოდა. მასწავლებლები მათ სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს სთავაზობდნენ.
დღეს კი გიმნაზიის მე- 3 კლასში (დამრიგებელი: ფიქრია კვაბზირიძე) ჩატარდა წლის შემაჯამებელი ღონისძიება “მამულო, ჩვენო!” პატარა მამულიშვილებმა თავიანთი ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვით გამოხატეს სამშობლოსადმი სიყვარული და პატივისცემა, ღონისძიება საინტერესო და შინაარსიანი იყო. პატარებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს, საოცრად ლამაზად იმღერეს და ჰარმონიულად იცეკვეს. ღონისძიებას ესწრებოდა გიმნაზიის პრორექტორი სასულიერო საგნების სწავლების დარგში დეკანოზი ზურაბი (სუბელიანი), პრორექტორი სასწავლო-ადმინისტრაციულ დარგში ქალბატონი მაია ონიანი და გიმნაზიის პედაგოგები. სიამოვნებით მოუსმინეს პატარა მესამეკლასელებს, მადლობა გადაუხადეს მათ და კლასის დამრიგებელს წარმატებები და ბედნიერი დასვენება უსურვებს.