მიმდინარე წლის 24 ნოემბერს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგა საოცრად ლამაზად შესრულებული დოკუმენტური ფილმის “მეუფე კალისტრატე-ს” ჩვენება,ჩვენებას სხვა უამრავ სტუმართან ერთად ესწრებოდნენ წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის პედაგოგები და უფროსკლასელები. ფილმი, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანეს ლოცვა-კურთხევით დეკანოზმა ილია კარკაძემ, გადამღებ ჯგუფთან ერთად შექმნა, ფილმი აწ განსვენებული მიტროპოლიტი კალისტრატეს მოღვაწეობას საოცრად ემოციურად და ლამაზად ასახავდა. ჩანდა მეუფე კალისტრატეს მოღვაწეობის ის ნაწილი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო.
ფილმის ჩვენება მიეძღვნა უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II -ეს დაბადებიდან 90 და პატრიარქად ინტრონიზაციიდან 45 წლისთავს.დღე ემოციურად და ძალიან სასიამოვნოდ დატვირთული გამოვიდა, ალბათ სულ სხვა შეგრძნებაა წარმოადგენდე იმ ეპოქას, სადაც არსებობდნენ ისეთი ადამიანები, როგორიც მეუფე კალისტრატე იყო. ერთდროულად ამაყიც ხარ და თავმდაბალიც, მშვიდობით განისვენეთ, თქვენო მეუფებავ, გწამდეთ, არასოდეს დავივიწყებთ თქვენს ღვაწლს, საქმეებს და, რაც მთავარია, ზღვა სიყვარულს, სითბოს, ასე უხვად რომ გასცემდით, გულებს უთბობდით და მზრუნველობას არ აკლებდით ჩვენს გიმნაზიაში დიდსა თუ პატარას!