🔅 ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ საპილოტე პროექტს ახორციელებს ეკოსკოლებისთვის, რომელიც წრიული ეკონომიკის განვითარებისთვის ახალგაზრდების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

♻️🌏 E-SPACE არის საპილოტე პროექტი, რომელიც ამჟამად საქართველოს 10 სკოლაში ხორციელდება და რომლის მიზანია მოსწავლეთა განათლება და გაძლიერება წრიული ეკონომიკის პრინციპების გააზრებისა და ათვისების მიზნით.

♻️🚸🚸 ამ სკოლებს შორის არის წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზია, სადაც 27 აპრილს ჩატარდა რიგით პირველი გაკვეთილი “მიჰყევი საიდუმლო ბილიკს”,VIII კლასის მოსწავლეებთან (პედაგოგი ნინო ზაქარაია).

💱💱 მოსწავლეებმა შეაფასეს ნივთების სასიცოცხლო ციკლები , განსაზღვრეს რა მასალისგან შედგება და რა ენერგია სჭირდება პროდუქტის დამზადებას , რა ეკოლოგიურ გავლენას ახდენენ გარემოზე . რა ეტაპები შეიძლება გაიარონ მათ “აკვნიდან- აკვნამდე”.

🖊🖊 იმსჯელეს რისი შეცვლა ან გაუმჯობესება შეეძლოთ რომ მათ ხელთ არსებულმა პროდუქტებმა ბუნებას ნაკლები ზიანი მიაყენონ , თუკი ისინი უკვე გამოუყენებელი ნივთები იქნებიან .#გიმნაზიისეკოკომიტეტი

#ჩვენვზრუნავთჩვენსპლანეტაზეიზრუნეშენც

#ეკოთაობა

Keep Georgia Tidy – დავიცვათ საქართველოს სისუფთავე – KGT

Share Button