წყალტუბოში საერთაშორისო პროექტის- „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ – ფარგლებში საზაფხულო „მწვანე ბანაკი“ ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის “ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის” მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ხუთი აქტიური და საინტერესო დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გიმნაზიის მოსწავლეებიც გიორგი კირთაძე ( VII კლასი) და თემო ჩირგაძე ( VIII კლასი) საბანაკო ცხოვრებაში ჩაერთვნენ.საერთაშორისო პროექტი “თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის” ხორციელდება ევროკავშირის 2014-2020 წლების შავი ზღვის პროგრამის მხარდაჭერით. მისი წამყვანი პარტნიორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტია.
მადლობა ორგანიზატორებს ზაფხულის დღეების ასე გალამაზებისა და საინტერესოდ გატარებისთვის.