წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის ეკო-კომიტეტი განაგრძობს გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებას.

ნარჩენების მართვას და რესურსის დაზოგვას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამ მიზნით გიმნაზიის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა მეორადი ყუთებისა და ქაღალდისგან დაამზადეს ქაღალდის და პლასტმასის შესაგროვებელი ურნები. ურნები განთავსდა საკლასო ოთახებში, რათა მოსწავლეებმა მოახდინონ ნარჩენების სეპარირება.

#გიმნაზიისეკოკომიტეტი

#ეკოთაობა

Keep Georgia Tidy – დავიცვათ საქართველოს სისუფთავე – KGT

Share Button