☘🌳🌲 დღეს, წმ. გაბრიელ ეპისკოპოსისი სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მე-11 ა კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი: ფ. ცერცვაძე) წარმოადგინეს ორ თვიანი პროექტის პრეზენტაცია “გახდი ბუნების მეგობარი, დაიცავი გარემო!” – პროექტი რამოდენიმე ეტაპისგან შედგებოდა :

🟢 პირველი ეტაპი იყო კვლევის ჩატარება სახელწოდებით „ხარ ბუნების დამცველი?!“, კვლევა ჩატარდა 4-12 კლასის მოსწავლეებთან და ეხებოდა როგორც მოსწავლეთა ცნობიერების დადგენას გარემოსდაცვით საკითხებზე, ასევე იმის დადგენას თუ რამდენად იცავდნენ ისინი თავიანთი ქმედებით გარემოს.

🟢 მეორე ეტაპი გახლდათ შეხვედრები მოსწავლეებთან ისეთ საინტერესო თემებზე როგორიც იყო 22 აპრილი დედამიწის დღე, ბიომრავალფეროვნება, გლობალური დათბობა, ნარჩენების მართვა.

🟢 მესამე ეტაპი მოიცავდა ციფრული რესურსის და ეკო- კალენდრის დამზადებას.

🟢 ბოლო ეტაპი პროექტის პრეზენტაცია. რომელიც მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი პრეზენტაბელურობით წარმოგვიდგინეს, ღონისძება იყო ინტერაქტიურლი და უამრავი აქტივობით გაჯერებული.ღონისძიებას ესწრებოდა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, გიმნაზიის რექტორი ,მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესება მეუფე იოანე, გიმნაზიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პედაგოგები და მოსწავლეები,ასევე მოწვეული სტუმარი, ქალბატონი მირანდა მაგანაძე, ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“- ს იმერეთის რეგიონალური კოორდინატორი. მათ ძალიან მოიწონეს ღონისძიება, ჩაერთვნენ სახალისო აქტივობებში და უამრავი პოზიტიური და დადებითი ენერგია გადასცეს ერთმანეთს.ბოლოს გიმნაზიის რექტორმა შეაჯამა ღონისძიება ,მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და მასწავლებელს!

#გიმნაზიისეკოკომიტეტი

#ეკოთაობა

#დაიცავისაქართველოსსისუფთავექ

Keep Georgia Tidy – დავიცვათ საქართველოს სისუფთავე – KGT

Share Button