16 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა სასკოლო-სამეცნიერო კონფერენციის „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“, მეორე საკონკურსო ეტაპი – „წერის დღე“.

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები, გაგზავნილი თემების განხილვა შეფასების შედეგად, მეორე ეტაპზე გადავიდნენ და მონაწილეობა მიიღეს დამოუკიდებელი წერის ტურში.

დადებითად შეფასებული მოსწავლეები მესამე დასკვნით ეტაპზე – კონფერენციაზე თავიანთ თემებს წარადგენენ აუდიტორიის წინაშე.

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი უკვე მეათე წელია ორგანიზებას უწევს სასკოლო-სამეცნიერო კონფერენციას “რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“, ხელს უწყობს მოსწავლეებს კიდევ ერთხელ გაიაზრონ რწმენის როლი და მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში, გამოავლინონ ორიგინალური შემოქმედებითი სააზროვნო უნარები.

Share Button