იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრის“ ორგანიზებით, პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსათვის“ ფარგლებში გაიმართა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია „დედამიწა-სიცოცხლის პლანეტა“, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის პარტნიორი ქვეყნების: საქართველოს, მოლდოვას, სომხეთის სკოლების მოსწავლეებმა. გამართულ საერთაშორისო ონლაინკონფერენციაზე ,მონაწილეობა მიიღო ა(ა) იპ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მოსწავლემ-ნინო იობიძემ, რომელმაც პრეზენტაციის სახით, წარმოადგინა საინტერესო ხედვა დედამიწაზე არსებული, გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ და სხვა მონაწილეებთან ერთად გადაეცა შესაბამისი ორგანიზაციის სერთიფიკატი!წარმატებები გვინდა ვუსურვოთ ამ ნიჭიერ და შრომისმოყვარე გოგონას მომავალშიც!