მიმდინარე წლის 30 ივნისს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში 2022-2023 სასწავლო წლის შემაჯამებელი პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომა გახსნა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, გიმნაზიის რექტორმა – იოანემ (გამრეკელმა).
მოისმინეს გიმნაზიის პრორექტორის (სასწავლო-ადმინისტრაციულ დარგში) ქალბატონი მაია ონიანის მოხსენება საანგარიშო პერიოდის შესახებ, საუბარი შეეხო მიღწევებს, მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას, წლიურ შედეგებს, დასახულ მიზნებს, წარმატებულად გავლილ ავტორიზაციას, ასევე სწავლა-სწავლების პროცესში არაფორმალური ღონისძიებების წილის ზრდას და ამ კუთხით განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს.
კათედრების მიხედვით განხორციელებულ სასწავლო-საგაკვეთილო თუ არაფორმალურ აქტივობებზე ისაუბრეს კათედრის თავმჯდომარებმა ( ი.ჩოგოვაძემ, ე.გურეშიძემ, ქ.ქუთათელაძემ, ნ.ზაქარაიამ და ნ.გუბელაძემ) და წარმოაჩინეს დეტალური შედეგები. საღვთისმეტყველო საგნების სწავლებასა და გიმნაზიაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა გიმნაზიის პრორექტორმა დეკანოზმა ზურაბ სუბელიანმა.
დასასრულს, გიმნაზიის რექტორმა-პედაგოგიურ კოლექტივს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი სასწავლო წლისთვის, პროფესიული ვალდებულების გულისხმიერად, მოწესრიგებულად და პასუხისმგებლიანად შესრულებისთვის, შესაბამისი მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა მათ და ბედნიერი არდადაგები უსურვა.