სასწავლო დღის ძალიან პოზიტიური და შთამბეჭდავი დასასრული გვაჩვენეს დღეს სკოლა – გიმნაზიის II – ა კლასის მოსწავლეებმა და კლასის დამრიგებელმა ,მზია ბალანჩივაძემ, თემატიკაც საოცრად ამაღელვებელი იყო ,,საქართველო შენი სიყვარული მამღერებს!”.

პატარებს უკვე გააზრებული აქვთ, რომ სამშობლო ერთადერთია და ის ყველა ქართველისათვის საფიცარი უნდა იყოს. ბევრი ლამაზი ლექსი, სიმღერა და ხატოვანი გამონათქვამი მიუძღვნეს საკუთარ ქვეყანას. მტკიცე დაპირებაც დადეს – როცა გაიზრდებიან, საუკეთესოდ მოუვლიან, დაიცავენ , უპატრონებენ საქართველოს. ღირსეულ მამულიშვილობასაც დაგვპირდნენ.

ბუნებრივია ,დაუვიწყარი, ემოციური და ამაღელვებელი იყო ეს ყველაფერი, როგორც ბავშვებისათვის , ასევე მასწავლებლებისა და მშობლებისათვის, რომლებიც ესწრებოდნენ ღონისძიებას!

ბედნიერი და საუკეთესო მომავალი ამ გოგო- ბიჭებს!

მადლობა კლასის დამრიგებელს ასეთი ღონისძიების მომზადებისა და ჩატარებისათვის! მადლობა მუსიკის პედაგოგს , მარიამ თალაკვაძესა და ხელოვნების პედაგოგს სოფიო ქუთათელაძეს ღონისძების ასეთი გალამაზებისთვის.

Share Button