მართლმადიდებლური სკოლა – გიმნაზიამისია

ა(ა) იპ წყალტუბოს წმინდა გაბრიელ  ეპისკოპოსის  სახელობის მართლმადიდებლური სკოლა – გიმნაზიის  მისიაა  აღზარდოს გონებრივად , სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი, მართლმადიდებლური  ღირებულებების  მატარებელი  თაობა, რომელთაც შეეძლებათ  ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და კულტურის   მიმართ  საკუთარი პასუხისმგებლობის  გააზრება. მათდამი პატივისცემის გაცნობიერება და ხელშეწყობა.

სკოლა -გიმნაზიაში არის უსაფრთხო და პოზიტიური სასკოლო-სასწავლო გარემო,სწავლა-სწავლებისთვის  აუცილებელი ყველა პირობით. სკოლა -გიმნაზია ამზადებს მოზარდებს  საზოგადოებაში საკუთარი ადგილის თვითდამკვიდრებისა და რეალიზაციისთვის.

სკოლა -გიმნაზიის  სასკოლო საზოგადოება ღიაა და   ურთიერთპარტნიორული თანამშრომლობისათვის მზადაა  როგორც რეგიონის სხვადასხვა  ტიპის ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებებთან, ისე მომავლის ხედვაა პარტნიორული ურთიერთობის დამყარება  საზღვარგარეთის  ქვეყნების სკოლებთან.

სკოლა – გიმნაზიის სასწავლო გეგმა  ორიენტირებულია სასწავლო პროცესის ერთიანობაზე, მოსწავლეზე,  მასწავლებლის პროფესიონალიზმზე, მიღებულ  შედეგებზე  და შედეგების  დემონსტრირებაზე, იგი ახორციელებს   ეროვნული სასწავლო გეგმის საგნების სწავლებას (სახელმწიფო  სტანდარტს) და სტანდარტზევით   საგნების  ბლოკს.

სკოლა – გიმნაზიის  ადმინისტრაცია  გიმნაზიას  მართავს  მოქმედი  კანონმდებლობითა  და  გიმნაზიის  შინაგანაწესის   მიხედვით.

Share Button