📚🖼️ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს პრიორიტეტულ თემებს, რომელთაგან ა(ა)იპ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიამ აირჩია კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის მიმართულება.

🚌🏛️ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ისტორიის მასწავლებლის, ბადრი პაპავას და მათემატიკის მასწავლებლის, ანი კირთაძის ინიციატივით, მე-10 კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი: ანი კირთაძე) იმყოფებოდნენ ქუთაისის მხარემცოდნეობის მუზეუმში და ნიკო ნიკოლაძის სახლმუზეუმში. მათ მოილოცეს იქ დაცული არა ერთი დიდი სიწმინდე, გაეცნენ უნიკალურ ექსპონატებს.

🌟🏫 მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს გიდთან დიალოგში და არსებულ ცოდნას ბევრი სიახლეც შემატეს. ხოლო ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში გაეცნენ ამ უდიდესი პიროვნების ღვაწლს და ასევე ნახეს არანაკლებ მნიშვნელოვანი მოღვაწის, მეცნიერ, გიორგი ნიკოლაძის პირადი ნივთები და ნაშრომები. მოსწავლეები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ მათი უდიდესი ღვაწლის წინაშე.

#კულტურულიმემკვირეობისდაცვა

Share Button