დღეს, 11 მარტს, ანიმატორების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წყალტუბოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზიის ეკოკლუბ: “ეკოდაივერების” წევრები ესტუმრნენ ადგილობრივ მეწარმეს ბავშვთა გასართობ ცენტრში.
დღემ ძალიან სახალისოდ და საინტერესოდა ჩაიარა, მოსწავლეებმა დეტალურად დაათვალიერეს ცენტრის ყველა სივრცე, რომელიც გასაოცარი გემოვნებით და ფერებით არის შექმნილი, სივრცეები რომლებსაც გადაყავხარ სხვადასხვა განზომილებაში, გამოგზაურებენ კოსმოსიდან დაწყებული საქართველოთ დამთავრებულ ყველა ადგილზე.
გოგონები ესაუბრნენ ცენტრის წამყვანს, მარიამ ედიბერიძეს, რომელმაც დიდი სითბოთი და სიყვარულით მიიღო ეკოკლუბელები, გააცნო გასართობი ცენტრის პროგრამა, უგემრიელესი მენიუ და მუსიკის დიდი არჩევანი.
ეს არის სივრცე, რომელსაც შეუძ₾ია გარდაიქმნას და მოერგოს ნებისმიერი ასაკის მსურველს, მიიღოს მისთვის შეთავაზებული სერვისი და შინ დაბრუნდეს აღფრთოვანებული და ნასიამოვნები.
დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ დეარტის ხელმძღვანელობას მიღებისა და გულთბილი დახვედრისათვის Dart – დეარტი