2021 წლის 27 მაისს წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში ჩატარდა სააღდგომო ღონისძიება “ქრისტე აღსდგა” (პედაგოგი ნაზი თედორაძე. ღონისძიებაში მონაწილეობდა გიმნაზიის მე-11ა კლასის მოსწავლეები და ფოლკრული გუნდი “ივერონი” ხელმძღვანელი ნოშრევან ანთია.
ღონისძიებაში წარმოდგენილი იყო მაცხოვრის ჯვარცმის მომენტები, ღვთისმშობლის განცდები და მდუმარე ტანჯვა, და საყოველთაო სიხარული ქრისტეს აღსდგომისა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ქუთაისის წმ.ლაზარეს აღდგინების დედათა მონასტრის მღვდელმსახური-მამა დავითი(მეყანწიშვილი),რომელმაც დიდი მადლობა გადაუხადა მოსწავლე – ახალგაზრდობას და მათ პედაგოგს ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისთვის.
ღონისძიება შეაფასა გიმნაზიის რექტორატმა, მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და სამომავლოდ წინსვლა და წარმატებები უსურვეს მათ.