წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული ,, შემოდგომის წყალტუბო 2022″ მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ფოლკლორი, თეატრალიზებული სანახაობები, საგამოფენო სივრცეები, ეთნოგრაფიული კუთხეები.
ყოველივე ამას კი წინ უძღოდა სახალხო მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებიც იღებდნენ. რა თქმა უნდა ისინი მსვლელობას, მამების ლოცვა-კურთხევით, შეუერთდნენ. ღონისძებას განსაკუთრებული ელფერი შეჰმატა გიმნაზიელების გუნდის “ივერონის” ტკბილმა ჰანგებმა, რომელმაც სასიამოვნოდ აღაფრთოვანა საზოგადოება.
ასე ერთობით და სიყვარულით გამსჭვალული გამოვიდა დღევანდელი დღე, რომელიც სასიამოვნო მოგონებად ჩაიწერება ჩვენს მეხსიერებაში.