ა/წ 15-16-17 სექტემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ და საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნულმა ფედერაციამ ქ. ბათუმში ჩაატარა ღია საერთაშორისო ჩემპიონატი ტაეკვონდოში, სადაც მონაწილეობდა ირანის, უზბეკეთის, ყაზახეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს 400 საუკეთესო სპორტსმენი.
აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობა მიიღო წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის VIII კლასის მოსწავლემ, ,,შავი ქამრის” მფლობელმა და 1 ,,დანის” ოსტატმა, საქართველოს ორგზის ჩემპიონმა გიორგი ლექვთაძემ. რომელმაც დამსახურებულად მოიპოვა ოქროს მედალი და 1 ადგილი 45 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.
სიამაყით ვულოცავთ გიორგის ამ ბრწყინვალე გამარჯვებას, გიმნაზია ამაყობს თითოეული წარმატებული გიმნაზიელით