16 დღიანი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, ეკო დაივერების ინიციატივით სასულიერო გიმნაზიის მე-10 კლასს ესტუმრა, “წიგნების თაობის” დამფუძნებელი, მასწავლებელი მიშიკო მუმლაძე, რომელმაც ძალიან საინტერესო წიგნი მოგვიტანა სახელწოდებით: ” ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის” და წაგვიკითხა ერთ-ერთი ისტორია სარიტას შესახებ, რომელიც ამბობს მსგასვ სიტყვებს: “ჩემს სამშობლოში კარგ გოგოდ ის ითვლება, ვინც ჩუმადაა”.

ისტორია ეხებოდა გოგონას, რომელსაც აიძულებდნენ 10 წლის ასაკშ შეექმნა ოჯახი მისი სურვილის წინააღმდეგ, აღნიშნული თემატიკა დავუკავშირეთ, რამოდენიმე თვის წინ მომხდარ დანაშაულს მარნეულში, როდესაც 14 წლის აითაჯი საქმრომ მოკლა.

შეხვედრა საკმაოდ დამაფიქრებელი აღმოჩნდა, მოსწავლეები ჩაერთნენ დისკუსიაში და განიხილეს ფაქტი თავიანთი მხრიდან,

ნამდვილად ძალიან აუცილებელი და საჭიროა მსგავსი შეხვედრების მოწყობა ახალგაზრდებთან, ისინი უფრო იხსნებიან მსგასვ არაფორმალურ შეხვედრებზე, გამოთქვამენ თავიანთ აზრებს და აფიქსირებენ შეხედულებებს.

#კეცხოველისპრემია2024

#ეკოკლუბი

#ეკოდაივერები

#იმოქმედეცვლილებებისთვსი

#16დღიანიკამპანიაძალადობისწინააღმდეგ

Share Button