21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა, “მზის შვილების დღე”!წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის მასწავლებელთან და კლასის დამრიგებელთან,მარიამ მამფორიასთან ერთად,საკლასო ღონისძიებით აღნიშნეს ეს დღე.ბავშვებმა წარმოადგინეს მათ მიერ მოპოვებული სხვადასხვა ცნობა დაუნის სინდრომის შესახებ: აღწერეს დაუნის სინდრომი,მისი განვითარების რისკები და მექანიზმები, დამახასიათებელი ნიშნები, თვისებები. ინფორმაციას თან დაურთეს პრეზენტაცია, პროექტები და მათ მიერ დამზადებული ბროშურები. ამ ღონისძიებით,მათ გამოხატეს საკუთარი, პოზიტიური დამოკიდებულება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ, გამოკვეთეს მათი დადებითი თვისებები,ნიჭი და წარმატების მიღწევის შესაძლებლობა. ღონისძიებას ესწრებოდა გიმნაზიის რექტორატი, მათ დიდი მოწონება და პოზიტიური კომენტარები არ დაიშურეს მასწავლებლისა და მოსწავლეების მიმართ. სამომავლოდ კი კიდევ უფრო მეტი წინსვლა და წარმატებები უსურვეს მათ.