წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ქალთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში არაჩვეულებრივი ღონისძიება – ” ძლიერი ქალები საქართველოს ისტორიიდან” ჩაატარეს.ბავშვებმა დიდი ძალისხმევითა და მონდომებით მოიძიეს ინფორმაციები იმ ქალების შესახებ, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში სამუდამო სახელი დაიმკვიდრეს. ქალები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქრისტიანობის გავრცელებაში, სახელმწიფოებრივ მმართველობაში, სპორტულ მიღწევებში.ასევე ისაუბრეს ქართველ გმირ ქალებზე, რომლებმაც სამშობლოსათვის თავდადებისა და გმირული საქციელის საუკეთესო მაგალითები დაუტოვეს მომავალ თაობებს.მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფმა დიდი მადლიერება დაიმსახურა ადმინისტრაციისა და პედაგოგ-მასწავლებლების მხრიდან თბილი,საინტერესო და შინაარსიანი ღონისძიების ორგანიზებისთვის.სასულიერო გიმნაზია კიდევ ერთხელ გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს და გისურვებთ მშვიდობას და სულიერ გაზაფხულს!