წრიული ეკონომიკის პრინციპების გააზრებისა და ათვისების მიზნით რიგით მესამე გაკვეთილი ჩატარდა, 2 მაისს, წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის VIII კლასში (პედაგოგი ნინო ზაქარაია) გაკვეთილის თემა “წრიული ეკონომიკა მოქმედებაში”.
მოსწავლეებმა განსაზღვრეს რესურსი, რომლებიც გამოიყენება პროდუქტის წარმოებაში , მაგალითების საშუალებით განმარტეს რომ წრიული ეკონომიკა მოიცავს იდენტიფიცირების და განხორციელების გზებს, წარმოების, გამოყენების, ხელახლა გამოყენებისა და გადამუშავების პროცესების საშუალებით, რომლებიც მკვეთრად ამცირებენ, ან თუნდაც აღმოფხვრიან ნარჩენების წარმოქმნას.
იმსჯელეს და გააკეთეს თავიანთი დასკვნები, რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია გაიზარდოს ინფორმირებულობის დონე მსგავს საკითებში.
#ჩვენვზრუნავთჩვენსპლანეტაზეიზრუნეშენც
Keep Georgia Tidy – დავიცვათ საქართველოს სისუფთავე – KGT