წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბაღდათის მუნიციპალიტეტმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდებმა სოფელ დიმში წყლის ჩამომსხმელი ქარხანა დაათვალიერეს. კურორტ საირმეს ეწვივნენ, სადაც მათ სპა ცენტრი, საკურორტო პოლიკლინიკა მოინახულეს და საირმეს წყალი დააგემოვნეს.
წყლის რესურსების დაცვის დღეს მიეძღვნა კონფერენცია სადაც წყალტუბოს და ბაღდათის მუნიციპალიტეტების კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა თავიანთი მუნიციპალიტეტების კურორტები საირმე და წყალტუბო პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობას იღებდა, წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე, ელენე კვერნაძე.გვინდა წინსვლა და წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ელენეს სამომავლოდ, თავისი მიზენებისა და ოცნებების ასრულებაში.