ჭადრაკის სამყარო ჯადოსნურია, მასში მინიატურული სახით, სიმბოლურად ასახულია ბრძოლით აღსავსე ჩვენი ცხოვრება. მიზნის მისაღწევად ბრძოლა ითხოვს მოთამაშის მთელ არსებას: გონებას, ნებისყოფას, ცოდნას, გამოცდილებას. ამიტომ ჭადრაკში თვალნათლივ ჩანს ადამიანის გონების ძალა, ფანტაზია, ხასიათი, შრომისუნარიანობა.
წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში, მათემატიკის კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა ჩემპიონატი ჭადრაკში (მასწავლებელი: დარეჯან გოჩელაშვილი), რომელშიც მონაწილეობა მიიღო VIII, IX, X, XI კლასის მოსწავლეებმა.
ტურნირი გაიმართა შვეიცარიული სისტემით 11 ტურად. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები: გაბრიელ ჩაკვეტაძე, თემო ჩირგაძე და თომა ლიპარტელიანი, დაჯილდოვდნენ სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.