აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილების გამომწვევი ბევრი ფაქტორი არსებობს, დღეს საუბარი გვექნება და განვიხილავთ სოფლის მეურნეობის (აგროსექტორის)გავლენას კლიმატის ცვლილებაზე უნდა ითქვას, რომ ადამიანის საქმიანობა – როგორიცაა საწვავის დაწვა ქარხნების, მანქანების და ავტობუსებისათვის – ცვლის ბუნებრივ სათბურს. ეს ცვლილებები აიძულებს ატმოსფეროს შეაგროვოს მეტი სითბო ვიდრე ადრე, რაც იწვევს დედამიწის დათბობას და თავის მხრრივ ეს პროცესი კლიმატის ცვლილებაზე აისახება. ადამიანი ასევე ჩრთულია სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში, სოფლის მეურნეობა პასუხსიმგებელია ადამიანის საქმიანობით გამოწვეული მავნე გამოფრქვევის 30%ს. უფრო კონკრეტულად სოფლის მეურნეობის სექტორში დამაბინძურებელი ნივთერებების გამოფრქვევის ძირითადი წყაროებია:

• სინთეზური სასუქების გამოყენება;

• შინაური ცხოველების ეთერული ფერმენტაცია; კლიმატის ცვლილების საერთშორისო ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით

• სოფლის მეურნეობას აქვს პოტენციალი 4-4.3 მილიარდი ტონით შეამციროს ნახშიროჟანგის დიოქსიდის გამოფრქვევა 2030 წელისათვის, თუ გამოფრქვევების შემცირებისათვის ტონაზე 100$ დაიხარჯება

• ამ პოტენციის 89% ნიადაგის ნახშიროჟანგის შემცირებაში მოდის სახნავ-სათესი და საძოვარი ფართობების მენეჯმენტის გაუმჯობესებაზე, დეგრადირებული ნიადაგების აღდგენაზე, ბიოენერგიასა და წყლის უკეთეს მენეჯმენტზე;

• მეცხოველოებაში გამოფრქვევის შემცირება შესაძლებელია როტაციული (წინასწარ განსაზღრული) ძოვების სისტემების, ორგანული სასუქის მენეჯმენტის, მეთანის შეკავებით – ბიოგაზის წარმოებით, გაუმჯობესებული საკვებისა და საკვებდანამატების მეშვეობით.

რაც შეეხება სინთეზურ სასუქებს, სოფლის მეურნებაში აქტიურად გამოიყენება. მათ აქვთ ბევრი დადებითი თვისება, მაგალითდ ის, რომ სინთეტიკური სასუქი შეიცავს ყველა იმ მინერალის მყისიერად ათვისებად ფორმებს, რომელიც მცენარის ზრდის პროცესში სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონეა. მათგან სამი უმნიშვნელოვანესი ზრდისა და ყვავილობისთვის – ასევე ცნობილი, როგორც მაკროელემენტები – არიან აზოტი ( N ), ფოსფორი ( P ) და კალიუმი ( k ).მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად გარემოს დიდ ზიანს აყენებს, იწვევს მიკროკლიმატის შეცვლას რაც შემდეგ ფართო მასშტაბიან პრობლემებს იწვევს. საყურადღბოა ასევე, პესტიციდების გამოყენება სოფლის მერნეობაში. რადგან არასწორი გამოყენების დროს, პესტიციდებმა მაღალ ეკონომიკურ ეფექტიანობასთან ერთად, შეიძლება მოგვცენ არასასურველი შედეგი. საქმე ისაა, რომ პესტიციდებს ბიოლოგიური აქტივობა გააჩნიათ, ანუ უნარი აქვთ გამოიწვიონ არა მარტო მწერების, მცენარეების, სხვადასხვა მიკრობების, არამედ თბილსისხლიანი ცხოველების დაღუპვაც. ისინი პოტენციურად საშიში არიან ცოცხალი ბუნებისა და ადამიანებისათვის. აქედან გამომდინარე ყველანაირი მცდელობა სოფლის მეურნეობის პოლიტიკის რეფორმირების გვერდის ავლით მოხდეს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა, უნაყოფო იქნება.


ეკო ჟურნალისტი

თაკო თეთრაძე
#გიმნაზიისეკოკომიტეტი

#ეკოთაობა

#ეკოჟურნალისტთაჯგუფი

Keep Georgia Tidy – დავიცვათ საქართველოს სისუფთავე – KGT

Share Button