🟣 24 მაისს ნათელი,ლამაზი,მზიანი და დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს I-ა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მზია ბალანჩივაძე).

🟣 პატარებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში გვამოგზაურეს და ნამდვილი დღესასწაული მოგვიწყვეს. ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს, ,,დედაენას“ და მის ავტორს, დიდ იაკობ გოგებაშვილს.

🟣 ლამაზი მუსიკალურ ნომრებით მოეფერნენ იას( მუსიკის პედაგოგი მარიამ თალაკვაძე). სიურპრიზად მშობლებთან ერთად ცეკვაც შემოგვთავაზეს. ბევრი თბილი სიტყვა გვითხრეს და პირობა მოგვცეს, რომ უკეთესად ისწავლიან ,შეიყვარებენ და დაიცავენ საყვარელ მშობლიურ ენას.

🟣 პატარების ზეიმს ესწრებოდა მშობლები, პედაგოგები, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები და სასულიერო გიმნაზიის ადმინისტრაცია, მათ გზა დაულოცეს პირველკლასელებს,მიულოცეს პირველი კალსის დასრულება, ბევრი თბილი და სასიამოვნო სიტყვები გაატანეს საგზლად საზაფხულო არდადაგებზე.

Share Button