დღეს აფხაზეთის დღეა. 2014 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ 23 მაისი – მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე აფხაზეთის დღედაც გამოაცხადა.

სიმბოლური იყო სსიპ – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორის, ქალბატონი ლიკა კვარაცხელიას მიერ ორგანიზებული შეხვედრა ბატონ სვიმონ მასხარაშვილთან, რომელიც წყალტუბოს №4 საჯარო სკოლის დარბაზში შედგა ქალაქის სკოლების მოსწავლეებთან. ღონისძიებას ესწრებოდნენ წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი და დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ნათია კოპალიანი.

სტუმრად მისულმა წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა კითხვების კონკურსში, თავიანთი ტკბილი ხმით დაატკბეს დამსწრე საზოგადოება და კიდევ ერთხელ გაახსენეს აფხაზეთი.

Share Button