🙌ამბობენ იმით კი არ უნდა იამაყო რასაც აკეთებ, არამედ იმ შედეგით რასაც მოიმკი. შედეგით, რომელსაც მუხლჩაუხრელი შრომით, ბევრი უძილო ღამით, ნერვიულობითა და ღელვით მივაღწიეთ. დღეს კი ის დღეა, რომლითაც სასულიერო გიმნაზია ხარობს. ✅✅

ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო, გილოცავთ, უკვე სტუდენტები ხართ! 🥳🥳პირველი ნაბიჯი წარმატებით გადადგით. წინ კი ახალი მწვერვალებია, რომლებიც უნდა დაიპყროთ ღვთის სადიდებლად, სამშობლოს საკეთილდღეოდ, მშობლებისა და თქვენი მასწავლებლების საამაყოდ.✨✨მადლობა გიმნაზიის თითოეულ პედაგოგს იმ ფასდაუდებელი შრომისთვის, რომელიც თქვენთვის გასწიეს..მადლობა თქვენ, რომ ასეთები ხართ, რომ ამართლებთ ჩვენს იმედებს და ქვეყნის საამაყო მომავალს აშენებთ.სტუდენტობა, კიდევ ერთი ძალიან ლამაზი პერიოდია თქვენს ცხოვრებაში. დატკბით ამ ეტაპით, არ გაუშვათ შანსი თვითგანვითარებისა და წარმატება თავისით მოვა თქვენთან. 🎇🎇

ბედნიერ სტუდენტობას გისურვებთ. გახსოვდეთ, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ და თქვენი ბედნიერი და წარმატებული მომავლით ვხარობთ. გილოცავთ და გლოცავთ ჩვენი რექტორი, მეუფე იოანე, ჩვენი გიმნაზიის მოძღვრები და თქვენი თითოეული პედაგოგი.

Share Button