✅წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში წლის კურსდამთავრებულ მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

🥇🥈ოქროს და ვერცხლის მედალოსნებს მედლები და აკადემიური მოსწრების სერტიფიკატები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა გადასცეს.

დიდი სიამაყით ვულოცავთ ჩვენს მედალოსნებს, დამსახურებულ ჯილდოებს და საუკეთესო, სამომავლო სურვილებით კიდევ ერთხელ ვეტყვით,

“ჩვენო საყვარელო ახალგაზრდებო – ჩვენ ვხარობთ თქვენით, გვეამაყებით და გვეიმედებით!”

Share Button