“მთავარი ძალა, რაც გამარჯვებას ანიჭებს ერს საარსებო ბრძოლაში, არის ცოდნა, განათლება” – იაკობ გოგებაშვილი. სასულიერო გიმნაზია დღეს კიდევ ერთხელ ამაყობს თავისი მოსწავლე-ახალგაზრდობით! წყალტუბოში მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და საგანმანათლებლო რესურს ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“. ღონისძიებაში ჩართული იყო ქალაქის ყველა სკოლა. ცხრა გუნდს შორის გამარჯვება წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის გუნდმა მოიპოვა და დამსახურებულად დაიკავა პირველი ადგილი. ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციურია დღევანდელი დღე, გაღვივებული თესლი, რომელიც უტკბილეს ნაყოფს გამოღებს. გვინდა მივულოცოთ ჩვენს ბავშვებს ეს წარმატება, ყოფილიყოს იგი მათი ცხოვრების მთავარი წარმატების დასაბამი. განათებული და გაბრწყინებული გევლოთ თქვენს სავალ გზებზე, რომელსაც თქვენი მშობლიური გიმნაზია დაგილოცავთ მუდამ.

Share Button