კიდევ ერთხელ მობრძანდა მშვენიერი გაზაფხული,სწორედ გაზაფხულზე, ამ ულამაზეს დროს ავღნიშნავთ დედისა და ქალთა დღეებს. ქალი ცხოვრების გვირგვინია, არსებაა კალთანაკურთხი, სათუთი, ნაზი, გულისხმიერი…დედა სიცოცხლის საწყისია. მასზე ძვირფასი სიტყვა მსოფლიოში არ არსებობს. ,,დედა არის სიყვარული, სიცოცხლე და ერთგულება”. დედობა სიმდიდრეა, ბუნების ჯილდოა, შვილი კი ყველაზე ძვირფასი განძია, რომელიც მას ღმერთმა აჩუქა.

სწორედ დედებს მიუძღვნეს დღეს-10 მარტს, წმინდა გაბრიელ ეპიკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მე-2 ა კლასის მოსწავლეებმა (დამრგებელი იამზე ჩოგოვაძე) ლიტერატურული კომპოზიცია ,,დედავ, დამილოცე გზები გასავლელი!”. პატარები ლექსებით, სიმღერებითა და ინსცენირებით მოეფერნენ დედებს, ბებიკოებს და მასწავლებლებს. იყო კეთილი სურვილები, გულწრფელი მადლობა… მოსწავლეებმა

ქედი მოიხარეს ყველაზე ძვირფასი , სუფთა და სპეტაკი გრძნობის დედაშვილობის წინაშე. ყველა დედა ხომ ქვეყნად მოვლენილი ანგელოზია ,,შვილის თვალებში მზე რომ იცინის, დედისთვის მუდამ გაზაფხულია”. მოსწავლეებმა ისიც აღნიშნეს რომ, ,,ყველაზე ლამაზი დედა ისაა, ვისაც ჭკვიანი და ზრდილი შვილი ჰყავს”.

დედები ხალისითა და დიდი ინტერესით კითხულობდნენ შვილების ნაწერს მათზე და ათვალიერებდნენ შესრულებულ პორტრეტებს.კლასის დამრიგებელმა(ამ ღონისძიების ავტორმა) თავის მხრივ მადლობა გადაუხადა გიმნაზიის ადმინისტრაციას თანადგომისთვის, ხელოვნების პედაგოგს (სოფიო ქუთათელაძე) საკლასო ოთახის მორთვისთვის, მუსიკის პედაგოგს(მარიამ თალაკვაძე) დახმარებისთვის, ასევე მშობლებსა და ბავშვებს დიდი პასუხისმგებლობისთვის.

ღონისძიებას ესწრებოდა გიმნაზიის პრორექტორი ადმინისტრაციულ დარგში ქალბატონი მაია ონიანი. მან სითბოთი და სიყვარულით მიულოცა იქ მყოფ დედებს და ბებიებს ქალთა თვე, და ისეთივე ლამაზი, ფერადი ცხოვრება და მომავალი უსურვა, როგორიც ამ პატარა მერცხლებმა დაახვედრეს საკლასო ოთახში.

Share Button