🌎 გაეროს გენერალური ასამბლეის დადგენილებით დედამიწის საერთაშორისო დღე 1971 წლიდან აღინიშნება და ეკოლოგიურ ხასიათს ატარებს, მიზნად ისახავს ბუნებრივი კატასტროფების აცილებასა და ეკოსისტემის მოფრთხილებას.

🌎 ეს დღე თითოეული ჩვენგანისთვის არის შეხსენება იმისა, რომ დედამიწა და მისი ეკოსისტემა გვაძლევს სიცოცხლისთვის საჭირო საარსებო წყაროს. დედამიწა ჩვენი სახლია. იმისათვის, რომ ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის ეკონომიკურ, სოციალურ და გარემო საჭიროებებს შორის ბალანსი დავიცვათ, საჭიროა ხელი შევუწყოთ ბუნებას და დედამიწას შორის არსებულ ჰარმონიას.

🌎 წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის Iა კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი: მზია ბალანჩივაძე) აქტიურად ჩაერთნენ დღევანდელი დღისადმი მიძღვნილ საინტერესო აქტივობაში, თავიანთი ფერები შესძინეს დედამიწას გაამრავალფეროვნეს ის.
#22აპრილი

#დედამიწისდღე

Share Button