წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზია ეკოსკოლების საერთაშორისო პროექტში გასული სასწავლო წლის გაზაფხულზე ჩაერთო. გიმნაზიაში შეიქმნა ეკოკომიტეტი , რომელმაც დაგეგმა და განახორციელა მრავალი საინტერესო აქტივობა , როგორც ცნობიერების ამაღლების მიზნით , ასევე მოსწავლეებში გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბება-განვითარების მიზნით. დღეს კი ამ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია მოეწყო.

პრეზენტაციას ესწრებოდა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი გიმნაზიის რექტორი მეუფე იოანე, გიმნაზიის სასულიერო პირები, ქალაქის მერი ბატონი გენადი ბალანჩივაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბატონი მამუკა ჩხეტიანი, ორგანიზაცია” დავიცვათ საქართველოს სისუფთავე ” ადმინისტრაციის მენეჯერი მერი თინიკაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თაკო როდონაია და ეკოსკოლების პროექტის იმერეთის კოორდინატორი მირანდა მანაგაძე, გიმნაზიის ყველა კლასის მშობელთა სათათბიროს წარმომადგენლები, მასწავლებლები და მოსწავლეები.

პრეზენტაციის მიზანი გახლდათ დამსწრე საზოგადოებისთვის ეკოსკოლების პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება, შეხვედრა მისალმებითა და შესავალი სიტყვით გახსნა გიმნაზიის პრორექტორმა სასწავლო ადმინისტრაციულ დარგში ქალბატონმა მაია ონიანმა, ეკოკომიტეტის მიერ არჩეული თემის “კლიმატის ცვლილების” შესახებ ინფორმაციის გაზიარება- პრეზენტაცია წარადგინა გეოგრაფიის პედაგოგმა ნინო დგებუაძემ, ეკოკომიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ ეკოკომიტეტის ფასილიტატორმა პედაგოგმა ფიქრია ცერცვაძემ და კოორდინატორმა მოსწავლემ დიანა ჭუმბურიძემ,დამსწრე აუდიტორიას გააცვნეს ეკოკომიტეტის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები.ბოლოს შიდასასკოლო კონკურსის ფარგლებში “მწვანე კლასის” ტიტულის მფლობელის გამოვლენა მოხდა.

კონკურსის შედეგები დამსწრე აუდიტორიას გააცნო ეკოკომიტეტის წევრმა-ბიოლოგიის პედაგოგმა ნინო ზაქარაიამ და გეგმით გათვალისწინებული კრიტერიუმების მიხედვით გამოვლინდა კონკურსში გამარჯვებული VI-ა კლასი. გეგმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები მოეწონა დამსწრე აუდიტორიას, მათ მადლობა გადაუხადეს ეკოკომიტეტს და ზოგადად გიმნაზიას, მდგრადი განვითარების მიზნების მიხედვით განხორციელებული მიზნობრივი, საინტერესო და შინაარსიანი აქტივობებისთვის. #გიმნაზიისეკოკომიტეტი

#ჩვენვზრუნავთჩვენსპლანეტაზეიზრუნეშენც

#ეკოთაობა

Keep Georgia Tidy – დავიცვათ საქართველოს სისუფთავე – KGT

Share Button