2022 წლის 13 აპრილს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში ჩატარდა ვიქტორინა სახელწოდებით: ,,ენაა ჩემი მშობელი დედა! “

ვიქტორინა ორგანიზებული იყო დაწყებითი კლასების კათედრის მიერ და მონაწილეობას იღებდნენ მე – 3 და მე- 4 კლასის მოსწავლეები. (დამრიგებლები: ნ. მელქაძე და მ. ბალანჩივაძე) .

ვიქტორინა გაჯერებული იყო უამრავი სახალისო და შემოქმედებითი აქტივობებით, რომელსაც ალამაზებდა გულშემატკივრების მიერ სესრულებული მუსიკალური ნომრები ( მუსიკის პედაგოგი: მ.თალაკვაძე). მოსწავლეებმა გამოავლინეს ცოდნა, მოხერხება, ინტელექტი, აიმაღლეს განწყობა. ძალიან იყოჩაღა ორივე გუნდმა, თუმცა გამარჯვება წილად ხვდა მე-3 კლასის გუნდს.

ვიქტორინას ესწრებოდნენ: გიმნაზიის პრორექტორი, ქალბატონი მაია ონიანი, კომუნიკაციების მენეჯერი, ქალბატონი ნაზი თედორაძე, ხარისხის მართვის მენეჯერი, ქალბატონი: ფიქრია კვაბზირიძე.

მათ მოეწონათ ღონისძიება, მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს გაწეული შრომისათვის, წინსვლა და წარმატებები უსურვეს პატარებს და უდიდესი მადლიერება გამოხატეს მიღებული პოზიტიური ემოციისთვის.

Share Button