დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულს მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის მე-3 კლასი შეუერთდა მხატვრულ- ლიტერატურული ღონისძიებით ,,ენა ქართული- საამო და საგალობელი!” (კლასის დამრიგებელი იამზე ჩოგოვაძე).

ღონისძიების მიზანი იყო ქართული ენის მნიშვნელობის გააზრება და მშობლიური ენისადმი სიყვარულის გაღრმავება და მისი სიწმინდის დაცვის მნიშვნელობის გააზრება. მასწავლებელმა შთამბეჭდავად და საინტერესოდ ისაუბრა ქართული ენის დასაბამისა და განვითარების შესახებ.

მოსწავლეებმა დიდი პასუხისმგებლობითა და საოცარი პათოსით წაიკითხეს ლექსები და გამოჩენილი ადამიანების გამონათქვამები ქართულ ენაზე, იაკობის დედაენაზე და დედაენის ძეგლზე.

ღონისძიებას ესწრებოდა მმართველი დირექტორის მოადგილე ქალბატონი მაია ონიანი, ფსიქოლოგი თამარ ლალიაშვილი და გიმნაზიის პედაგოგები.

სტუმრები ღონისძიებით ძალიან კმაყოფილებიი დარჩნენ, მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებსა და მათ მასწავლებელს და მომავალშიც უამრავი წარმატება უსურვეს მათ.

Share Button