🌲🏞🌄თრუსოს ხეობის ბანაკი ,,ღმერთი,სამშობლო,ადამიანი” მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში (1-დან11-აგვისტომდე) მასპინძლობდა საქართველოს საპატრიარქოს საეპარქიო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს.

🙏🫶 ბანაკში საინტერესო და შინაარსიანი 10 დღე გაატარა ჩვენი გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლეებმა- ნინო გოდერიძემ, ანდრია, ლუკა და ნიკოლოზ გოგიძეებმა. ისინი დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ მშობლიურ გიმნაზიაში.

🙏🥰 “ბანაკში საოცრად მეგობრული, თბილი, პოზიტიური და სასიამოვნო ატმოსფერო სუფევდა-გვიყვებიან ისინი და უდიდეს პატივისცემას და მადლიერებას გამოხატავენ ბანაკის მესვეურების მიმართ: არქიმანდრიტ იოანე ფერაძის,ქალბატონ ნათია ჟღენტის, მორჩილისა და ლოტბარ გურამ გუნთაძის, მორჩილ ილიას და სხვათა და სხვათა მიმართ”, რომლებიც ათი დღის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდნენ და ეხმარებოდნენ მოსწავლეებს აქტიური დასვენების რეჟიმის , საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოევლინაში.

🙏🥰 გიმნაზია უერთდება მოსწავლეთა გულწრფელ მადლიერებას თრუსოს ხეობის ბანაკის ორგანიზატორებსა და საქართველოს საპატრიარქოს უდიდეს მადლობას ვუხდით ამ შესაძლებლობებისათვის, ჩვენს მოსწავლეებს კი ვუსურვებთ ბედნიერ და მშვიდობიან ზაფხულს.

Share Button