📣📣 დღეს 29 თებერვალს წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში დაიწყო მოსწავლეთა თვითმმართველობისა და ინტელექტ კლუბის მიერ ორგანიზებული თამაშების სერია — რა? სად? როდის?

📚🙏პირველი თამაში ჩვენი სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ითამაშა მარიამ ქაჯაიას ხელმძღვანელობით. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვებით გუნდმა მოიპოვა ფინალში თამაშის შანსი. სკოლა-გიმნაზია მადლიერებას გამოხატავს მასპინძელი სკოლის მიმართ პოზიტიური გარემოს შექმნისთვის და დიდი სიყვარულით ულოცავს მარიამ ქაჯაიას ექვსეულს ამ გამარჯვებას.

გვინდა მომავალშიც უამრავი წარმატება ვუსურვოთ ჩვენს მოაზროვნეებს!

Share Button