🟢31 მარტს, წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში, მორიგი შეხვედრა შედგა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან, მათთვის კლიმატის ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდების და მათში გარემოს დამცველი მოქალაქეობრივი მოვალეობების გაღვივების მიზნით.

🟣შეხვედრებს წარმართავენ ეკო კომიტეტის წევრები და მეათე კლასის მოსწავლეები. (ფასილიტატორი მასწავლებლები: ნინო დგებუაძე, ფიქრია ცერცვაძე, ქრისტინა ქუთათელაძე).

🟡 დღეს მეხუთე შეხვედრა გაიმართა Iა – Iბ და VIბ კლასის მოსწავლეებთან. პრეზენტატორები : ანა ჭელიძე, ნინო გოდერიძე, თაკო დანგაძე, თაკო თეთრაძე, ელენე კვერნაძე და ინა ჭელიძე.

🔵 მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია “კლიმატის ცვლილებების” შესახებ, ნახეს საინტერესო ვიდეოები, ფოტოკოლაჟები, ითამაშეს და გაერთნენ სხვადასხვა აქტივობებით, რომლებიც მათი ასაკისდამიხედვით იყო შერჩეული, გამართეს მსჯელობა კლიმატის ცვლილების მიზეზების, შედეგების და ამ პრობლემის გადაჭრის გზების შესახებ.

🌳მიიღეს გადაწყვეტილებები და დადეს პირობა, რომ აუცილებლად იზრუნებენ თავიანთ მწვანე მეგობრებზე და გაუფრთხილდებიან მათ.

#გიმნაზიისეკოკომიტეტი

#ეკოთაობა

Keep Georgia Tidy – დავიცვათ საქართველოს სისუფთავე – KGT

Share Button