კლიმატის ცვლილება მკვეთრად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე პირდაპირ თუ არაპირდაპირ. აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ადაპტაციაკლიმატის კომპონენტების ცვლილებასთან. ხშირ შემთხვევებში შეგუების პროცესი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს სერიოზული ძვრების ფონზე. გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა, (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ონკოლოგიური დაავადებები, ვირუსული პათოლოგიები) იმატა სიღარიბის დონემ, ხშირია კონფლიქტები, ეკონომიკური კრიზისები.

თუ არ მივიღებთ სასწრაფო ზომებს, მაშინ ისეთი პრობლემები, როგორიცაა მალნუტრიცია, სიკვდილიანობის სწრაფი ზრდა და ა.შ. საყოველთაო გახდება კლიმატური ცვლილებების გამო. ეს გამოიწვევს დაავადებათა გავრცელების გეოგრაფიული არეალის გაფართოებას. მეცნიერთა ვარაუდზე დაყრდნობით, კლიმატის გლობალური ცვლილება პირდაპირპროპორციულად აისახება ისეთი დაავადებების რიცხვის ზრდაზე, როგორიცაა : ლაიმას დაავადება, მალარია, ნილოსის დასავლური ვირუსი… ცნობილია, რომ 1980 წელს, ამერიკის კონტინენტზე ასთმით დაავადებულთა რიცხვი 4-ჯერ გაიზარდა და აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტი თანაბრად შეეხო როგორც განვითარებულს, ასევე განვითარებად ქვეყნებს. მეცნიერები თვლიან, რომ განმაპირობებელი იყო საავტომობილო საშუალებები, რომლებიც გამოყოფენ გაზრდილი რაოდენობის ნახშირორჟანგს, საწარმოო დანადგარების გამონაბოლქვის შედეგად ხდება მცენარეების, წყლისა და ნიადაგის დაბინძურება, რადგან ეს ფაქტორები მოქმედებენ, როგორც ალერგენები. ადამიანს მუდმივად რაღაცის ეშინოდა, გასულ საუკუნეში ომების, ატომური ბომბების, კიდევ უფრო ადრე ინფექციური დაავადებების. ასე თუ ისე, ეს შიშები დაძლეულ იქნა, თუმცა არავინ იცის რა მოუხერხოს ახალ პრობლემას, კლიმატის ცვლილებას. კლიმატის ცვლილებას ბევრი აიგივებს მხოლოდ მაღალ ტემპერატურასთან. სინამდვილეში, ეს მრავალტაგან მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია : ოზონის შრის გათხელება, ჰაერის დაბინძურება, ტორნადოებისა და ტაიფუნების გახშირება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსების დეფიციტი. ეს ყველაფერი ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ექიმს პაციენტისთვის დაესვას დიაგნოზი: „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კუჭის წყლული“, ამ ფაქტორს უამრავ დაავადებას უკავშირებენ, პირველ რიგში კი-ტრამვატიზმს. მიზეზი მარტივია, ბუნებრივი კატასტროფების შედეგად უამრავი ადამიანი იღებს ტრამვას. მეტისმეტად ცხელ დღეებში იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რიცხვი. ონკოლოგიური დაავადებების მატებას პირდაპირ უკავშირებენ კლიმატის ცვლილებას. კლიმატდამოკიდებულ დაავადებათა ნუსხაში მოხვდა დიარეაც, რადგან მაღალ ტემპერატურაზე ტოქსიკო ინფექციის რისკი იზრდება. რაკი კლიმატის ცვლილება ჰაერის დაბინძურებასა და ტენიანობის მომატებას უკავშირდება, არც ასთმის დაკავშირება იქნება მასთან გამორიცხული.

ექიმები იძლევიან სხვადასხვა რეკომენდაციებს, როგორ მოვარიდოთ მოცემულ საფრთხეებს თავი, თუმცა ამით არ მცირდება რისკ-ფაქტორები, რადგან არავინ იცის კიდევ რა სირთულეებს გვიმზადებს კლიმატი.

გავუფრთხილდეთ პლანეტას, რათა თავი დავაღწიოთ კლიმატის ცვლილებას და მისგან გამოწვეულ უამრავ პრობლემებს.ეკო ჟურნალისტითაკო თეთრაძე

#გიმნაზიისეკოკომიტეტი

#ეკოთაობა

#ეკოჟურნალისტთაჯგუფი

Keep Georgia Tidy – დავიცვათ საქართველოს სისუფთავე – KGT

Share Button