🙏🙏“ღმერთო, რა ხდება, ეს მტერთან იბრძვიან ჩვენი ქალები.ანგელოზები სტირიან, არდაბადებულ ქართველსო,ფეხმძიმე ქალი მოგვიკლეს, ვაი, ამ დარდის მნახველსო.ამდენი კუბო სად მიაქვთ, სად ქრება ჟამი ნეტარი,ან წინაპრებმა თუ იგრძვნეს შვილთა გმირობა ნეტავი…”სწორედ 1989 წლის სისხლიან აპრილს მიუძღვნეს დღეს გიმნაზიის საინიციატივო ჯგუფის მოსწავლეებმა და მგალობელთა გუნდმა “ივერონი” (ხელმძღვანელი ნოშრევან ანთია) ემოციური ღონისძება.

😢😢ისევ თვალწინ გადაგვიშალეს „9 აპრილის ავბედითი, მაგრამ თავისუფლების მომტანი ღამე“, თავდადების კადრები, ისევ ცრემლით აგვივსეს თვალები და მთელი სიმძაფრით შეგვაგრძნობინეს ორლესული ნიჩბების სისასტიკე…

💔💔ამ სევდიან და ტკივიალიან განცდასთან ერთად, მტკიცედ გვითხრეს, რომ “თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია”გიმნაზია ამაყობს თქვენით, რომ ზუსტად შეძელით მაყურებლამდე მიგეტანათ თქვენი სათქმელი, რომ ცდილობთ პატივი მიაგოთ გმირებს და არ დაივიწყოთ ისინი.🌷🌷

ღონისძიებას ესწრებოდა წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის რექტორატი, პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები და უამრავი ემოცია, რომელიც გარს ეხვია ყველაფერს.🖤🖤

Share Button