კიდევ ერთი მეოთხე კლასი დაფრთიანდა სასულიერო გიმნაზიის კედლებში, ძალიან ლამაზი და სასიამოვნო ღონისძიების ფონზე მე-4 ბ კლასის მოსწავლეებმა და მათმა დამრიგებელმა თამარ ლალიაშვილმა შესანიშანავიად ისაუბრეს და ლექსები წაიკითხეს სარწმუნოებაზე, სამშობლოზე, ქართულ ენაზე და გიმნაზიაში გატარებულ წლებზე. იცეკვეს და იმღერეს. პატარებმა მადლობა გადაუხადეს გიმნაზიის ხელმძღვანელ პირებს და თითოეულ მასწავლებელს, გაწეული შრომისა და იმ საინტერესო სამყაროს შექმნისათვის როგორიც გიმნაზიაში სუფევს. რექტორატმა და პედაგოგებმა გზა დაულოცეს აღსაზრდელებს და წარმატებები უსურვეს მათ.

Share Button