ეკოსკოლების პროგრამა მსოფლიოში უკვე 25 წელია წარმატებით ხორციელდება მსოფლიოს 70–მდე ქვეყანაში და აერთიანებს 19 მილიონ მოსწავლესა და მილიონზე მეტ მასწავლებელს.

საქართველოში აღნიშნული პროგრამას ანხორციელებს ორგანიზაცია “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე”, რომელიც 2020 წელს გახდა გარემოსდაცვითი განათლების ფონდის(FEE) ასოცირებული წევრი და ეკოსკოლების ოფიციალური წარმომადგენელი ეროვნულ დონეზე. ეკოსკოლების პროგრამა მოსწავლეთა ჩართულობით და ექპერიმენტალური სწავლების გზით, მიზნად ისახავს აღზარდოს აქტიური მოქალაქე,რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს გარემოს დაცვასა და ზრუნვაზე.

ამ პროექტის ფარგლებში, გასულ წელს წმ.გაბრიელ ეპისკოპოსის სახ. წყალტუბოს სასულიერო გიმნაზაში შეიქმნა მასწავლებლების, ადმინისტრაციისა და მოსწავლეთა მიერ დაკომპლექტებული ეკოკომიტეტი.წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის ახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის ეკო-კლუბმა განაახლა მუშაობა და გამართა შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების გაცნობის მიზნით.

Keep Georgia Tidy – დავიცვათ საქართველოს სისუფთავე – KGT

#გიმნაზიისეკოკომიტეტი

#ეკოთაობა

Share Button