💸💰 დაზოგვის მსოფლიო დღე, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება 31 ოქტომბერს, არის შემთხვევა, რომელიც ეძღვნება ფულის დაზოგვის, ფინანსური წიგნიერების და ფულის პასუხისმგებლობით მართვის მნიშვნელობის პოპულარიზაციას.

📣📣 სწორედ ამ მიზნით, ა(ა)იპ წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ეკო კლუბმა: „ეკო- დაივერები“, დაგეგმეს ფინანსური წიგნიერების კვირეული.

💱📚 კვირეულის ფარგლებში „ეკო – დაივერები-ს“ წევრებმა: მარიამ კორკოტაძემ და მარიამ შალამბერიძემ, ცნობიერების ამაღლებისთვის ჩაატარეს პირველი შეხვედრა მე-9 კლასში, სადაც ისაუბრეს დაზოგვის მნიშვნელობასა და ფინანსურ წიგნიერებაზე.

💲💰 შეხვედრა დაიწყო დაზოგვის მსოფლიო დღის ისტორიისა და მნიშვნელობის მოკლე გაცნობით, რომელიც თარიღდება 1924 წლიდან. ამ დღის უპირველესი მიზანია პიროვნებების წახალისება რეგულარულად დაზოგონ ფული, გამოიმუშაონ ეკონომიურობის ჩვევა და მოიპოვონ ფინანსური დამოუკიდებლობა.

შეხვედრაზე ასევე გაიმართა ინტერაქტიული აქტივობები და ვორქშოფები, რამაც სასიამოვნო და სახალისო გახადა ფინანსების სწავლა.

#კეცხოველისპრემია2023
#ეკოკლუბი
#ეკოდაივერები

Share Button