გარემოსდაცვითი პროექტის “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ფარგლებში კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა დაიწყო წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში- შიდა სასკოლო კონკურსი “მწვანე კლასი”. კონკურსის მთავარი მიზანია მოსწავლეებში გარემოს დაცვითი კულტურის ჩამოყალიბება. კონკურსი გაგრძელდება 2022-23 სასწავლო წლის ბოლომდე, წლის ბოლოს კი გამოვლინდება გამარჯვებული კლასი, რომელსაც მიენიჭება “მწვანე კლასის” წოდება.

გამარჯვებული გამოვლინება მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:

1. შეგროვებული მაკულატურა.

2. გამწვანებული საკლასო ოთახი.

3. საკლასო ოთახის ყვავილების მოვლა-პატრონობა.

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ კონკურსში. საკლასო ოთახები ყოველდღიურად ივსება ლამაზი ქოთნის ყვავილებით.საკმაოდ დიდი რაოდენობით მაკულატურა ჩააბარეს ბავშვებმა. შეგროვებული მაკულატურით დავზოგავთ რესურს და წიგნებით შევავსებთ ჩვენს ბიბლიოთეკას.წარმატებები ეკოკომიტეტს და თითოეულ მოსწავლეს. თქვენ ნამდვილად დიდ საქმეს ემსახურებით, ასევე წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ კლასს და მადლობას ვუხდით ასეთი აქტიურობისა და ჩართულობისთვის.

#გიმნაზიისეკოკომიტეტი

#ეკოთაობაKeep Georgia Tidy – დავიცვათ საქართველოს სისუფთავე – KGT

Share Button