🤣🤣როდის იღიმება ადამიანი? როცა დადებითი ემოციით არის სავსე, კარგი განწყობილება აქვს და, უბრალოდ, ბედნიერია.

🕵დღეს, ერთ წუთით მაინც, რომ შემოგეხედათ წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში, დარწმუნდებოდით, რომ ცხოვრება ლაღი, ფერადი და მშვენიერია.

🥳🤡 ჩვენთვის მუდამ ასეა, როდესაც ბავშვების ღიმილიანი სახეები გვხვდება, თუმცა დღეს ჩვენი პატარები “მხიარულმა ჯამბაზებმა” გაახალისეს.

🤡🌟დიახ, დღეს გიმნაზიის კედლები სავსე იყო მხიარულებით, ფერადოვნებით, ბედნიერებით, სილაღითა და სიხარულით, პატარებთან ერთად დიდებმაც იხალისეს, შეიქმნეს საუკეთესო განწყობა და დადებითი ემოციებით აივსნენ

.🤣სიცილი, ღიმილი, ძალას შეგმატებთ და სასიცოცხლო ენერგიით აგავსებთ.

🥳თუ ბედნიერი იქნებით და სიცოცხლე გეყვარებათ, პრობლემებსაც უკეთ გაუმკლავდებით, მიხვდებით, რომ ცხოვრება მშვენიერია და თქვენს ახლობლებსაც გააბედნიერებთ!

Share Button