” განათლება ადამიანს ღირსებას მატებს” – დენი დიდროს ეს სიტყვები ერთგვარი სახელმძღვანელოა, რომელიც ყველას უნდა ახსოვდეს და ითვალისწინებდეს კიდეც.

სწორედ ღირსეული და წარჩინებული ახალგაზრდების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა დღეს, 30 ნოემბერს, ქ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში,სადაც 2018-2019 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მედალოსანი მოსწავლეების მშობლები და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ,წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილმა.

გვეამაყება და ვხარობთ, რომ ჩვენი ქალაქის უნიჭიერეს გოგო- ბიჭებს შორის შვიდი ოქროსმედალოსანი ჩვენი გიმნაზიის კურსდამთავრებულია.

წინსვლა და წარმატებები გვინდა გისურვოთ! გვეიმედებით, ჩვენო გონიერო ახალგაზრდებო!

 

Share Button