დღეს სადღესასწაულო განწყობა სუფევდა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში. მე-2 ა კლსის მოსწავლეებმა (კლასის დამრიგებელი-იამზე ჩოგოვაძე) დაუვიწყარი წუთები გვაჩუქეს.

იყო ბევრი ლამაზი ლექსი და სიმღერა. მეკვლემ საახალწლო სურვილები და წარმატებები უსურვა მეგობრებს და სრულიად საქართველოს. თოვლის ბაბუამ კი უამრავი ტკბილეულით დაასაჩუქრა კლასელები.

ღონისძიებას ესწრებოდა გიმნაზიის პრორექტორი, ქალბატონი მაია ონიანი. მან დადებითად შეაფასა პატარების საახალწლო წარმოდგენა და წარმატებები უსურვა მათ. დაე, ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობის, ბედნიერების, ჯანმრთელობის, წარმატებების, ხვავისა და ბარაქის მომტანი.

Share Button