მიმდინარე წლის 7 სექტემბერს შედგა ა(ა) იპ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის 2022-2023 სასწავლო წლის პირველი პედაგოგიური საბჭოს სხდომა. მის მსვლელობაში მონაწილეობდა გიმნაზიის რექტორი მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი იოანე.

საბჭომ მოისმინა ახალი სასწავლო წლისათვის ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებები, იმსჯელა გიმნაზიის სასწავლო გეგმაში შესატან ცვლილებებზე და დაამტკიცა შეცვლილი სახით, აგრეთვე, განიხილა მიმდინარე წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოსწავლეთა წარმატებები და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

სხდომაზე ისაუბრეს ავტორიზაციის საკითხებზეც.

პედაგოგიური საბჭოს წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ გიმნაზიის პრორექტორი-მაია ონიანი, გიმნაზიის კოლუნიკაციების მენეჯერი ნაზი თედორაძე და სხვ.

გიმნაზიის პრორექტორმა პედაგოგიური საზოგადოების წინაშე წარადგინა საგიმნაზიო კომისიის მიერ შეჩული ახალი პედაგოგები. პედაგოგიურმა საბჭომ აირჩია საბჭოს მდივნად ნათია ღოღელიანი -ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

Share Button