ბავშვობაში ყველასთვის უკითხავთ “რა გინდა რომ გამოხვიდე?”, ხოლო ამ ტკბილ ზღაპარში ყოფნისას ზღაპრული პასუხებიც მოგვისმენია -ხოლმე : ასტრონავტი, პრეზდიენტი, მეხანძრე, მოდელი……

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის მკაფიო და სწორი გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვანია ბედნიერი და წარმატებული მომავლისთვის. სწორედ პროფორიენტაციის საკითხებს ეძღვნებოდა დღეს გამართული შეხვედრა, რომელიც პროექტი „პროფესიული ორიენტაციის პროგრამა აბიტურიენტებისთვის“ ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით გვეტაძემ ჩაატარა.

✨📖🌟 შეხვედრას ესწრებოდნენმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის უფროსი ( X, XI, XII) კლასის, ამ საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეები სხვადასხვა სკოლებიდან.

📖🌟 მოსწავლეები გაეცნენ პროფესიის არჩევის თანამედროვე ტექნიკებს, იმსჯელეს რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეთ პროფესიის წარმომადგენლებს მათგან, რა მოთხოვნებია ბაზარზე. მათ მიეცათ შესაძლებლობა კარგად გაიაზრონ ამა თუ იმ პროფესიის შინაარსი, იმსჯელეს სამომავლო პროფესიებზე, რათა შეძლონ მომავალში გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი. ✨📖🌟 პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან საფუძვლიან მომზადებას თანამედროვე პროფესიულ, კარიერულ განვითარებაზე. პროექტის ყველა მონაწილე მიიღებს აკადემიურ სერტიფიკატს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან.

✨📖🌟 მადლობა საპატრირქოს განათლების ცენტრს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს და ბატონ დავით გვეტაძეს ამ მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრისთვის.

Share Button