მიმდინარე წლის 15 მაისს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის გოგონათა ტექნოლოგიურმა ჯგუფმა, “ნეირონი” (მენტორი: ქრისტინა ქუთათელაძე, მონაწილეები: მარიამ ჩხეიძე, დიანა ჭუმბურიძე, მარიამ ჭელიძე, ლიზა სიმსივე და თეკლა ბენიძე) Technovation Girls 2022 პროექტის ფარგლებში, წარადგინეს თავიანთი პრეზენტაცია თბილისის ტექნოპარკში/GITA • Tech Park.

12 დაუღალავი და პოზიტიური კვირის შრომის შედეგად ჩამოყალიბებული იდეის კონცეფცია მდგომარეობდა, ვირტუალური მეგობარი DF აპლიკაციის შექმნა და ბიზნეს მოდელზე მორგებაში. გოგონებმა წარადგინეს, პროფესიონალურად აწყობილი ბიზნეს გეგმა, მარკეტინგის კონცეფცია, სამომავლო გეგმები და კარგად გამოკვლეული ბაზრის მონაცემები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მათ ინფოტური ჰქონდათ ტექნოპარკში და დაათვალიერეს ფაბლაბის ინოვაციური სივრცე.პროექტის დასასრულს გადაეცათ სერტიფიკატები და ტექნოლოგიური ბანაკის მოსაწვევები.

აგვისტოში, გუნდი აღნიშნული იდეით მონაწილეობას მიიღებს უკვე საერთაშორისო დონეზე და შეეჯიბრება მსოფლიოს სხვა დანარჩენ 169 გოგონათა გუნდს.წარმატებებს და წინსვლას ვუსურვებთ მათ ამ მეტად საპასუხისმგებლო და ემოციურად დატვირთულ საქმეში.

Share Button