სამოქმედო გეგმის მომზადება

ეკოკომიტეტის სამოქმედო გეგმის გაცნობა

წმ.გაბრიელ ეპისკოპოსის სახ. წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში ეკოკომიტეტის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო ეკოკომიტეტის სამოქმედო გეგმის გაცნობა. ეკოკომიტეტის წევრებმა განიხილეს დაგეგმილი აქტივობები და შესრულების ვადები, გადაინაწილეს პასუხისმგებლობა. აქტივობები განხორციელდება 2022_23 სასწავლო წელს. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ეკოკომიტეტს დასახული მიზნების განხორციელებაში. Keep Georgia Tidy – დავიცვათ საქართველოს სისუფთავე – KGT #გიმნაზიისეკოკომიტეტი #ეკოთაობა

Share Button

ეკოკომიტეტის ლოგო

ორგანიზაცია “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ორგანიზებულ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობის სრულყოფისათვის გიმნაზიის ეკოკომიტეტმა ჩაატარა შიდა სასკოლო კონკურსი ლოგოს ასარჩევად. გიმნაზიის მოსწავლეებმა სრული პასუხისმგებლობით შეასრულეს დავალება და მიიღეს მონაწილეობა აღნიშნულ კონკურსში . დადააააააამ. წარმოგიდგენთ კონკურსის გამარჯვებულს. გურამ ფანცხავა XI ა კლასის მოსწავლე, მისმა ლოგომ 177 ხმით გაიმარჯვა. უღრმესი მადლობა გურამ ასეთი ლამაზი […]

Share Button
Share Button